მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილებისთვის შლის - Reuters

62f23a2776770
მარიამ ვარადაშვილი
10.08.22 08:47
1291

Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში თვითმფრინავებს შლიან და მის სათადარიგო ნაწილებს იყენებენ. გამოცემის თანახმად, ასე იქცევა ქვეყნის ყველაზე დიდი ავიაკომპანია აეროფლოტიც.

თვითმფრინავების დაშლის რეკომენდაცია ქვეყნის ხელისუფლებამ ივნისში გასცა და ავიაკომპანიებს ზოგიერთი თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებად გამოიყენებისკენ მოუწოდა, რათა უცხოეთში წაროებულ თვითმფრინავებს, რომლებსაც სანქციების გამო Boeng და Airbus აღარ ემსახურებიან, ექპლუატაციის ვადა გაუხანგრძლივონ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სხვა სექტორების მსგავსად ავიაციის ინდუსტრიაც სანქცირებული აღმოჩნდა. შედეგად ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს, რაც ახლა რუსეთს აძლევს შესაძლებლობას გაჩერებული თვითმფრინავები დანარჩენების ოპერირებისთვის გამოიყენოს.

როგორც გამოცემას წყარო ეუბნება რუსეთს შეუძლია ნაწილების იმ ქვეყნებიდან მიღება, რომლებსაც სანქციები არ დაუწესებიათ. საუბარია ახლო აღმოსავლეთსა და აზიაზე, თუმცა კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქცირების შიშით ამას არ აკეთებენ. “თითოელ ნაწილს აქვს საკუთარი უნიკალური ნომერი და თუ დოკუმენტში რუსული მყიდველი იქნება მითითებული, როგორც საბოლოო მიმღები, არავინ არ თანხმდება მიწოდებაზე, არც ჩინეთი და არც დუბაი”, - უთხრა წყარომ Reuters-ს.