მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი Twitter-ის მუშაობის სიჩქარეს ანელებს

60ad05d1af111
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.21 20:20
546
რუსული მედიის მარეგულირებლის განცხადებით, რუსეთი იძულებულია ამერიკული პლატფორმა Twitter-ის მუშაობის სიჩქარე შეანელოს, რადგან სოციალური მედიის გიგანტმა აკრძალული კონტენტი არ წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საქმე ეხება დაახლოებით 3,000-მდე პოსტის წაშლას, რომელიც რუსული მხარის განცხადებით,  შეიცავს თვითმკვლელობის, ნარკოტიკებისა და პორნოგრაფიის შესახებ ინფორმაციას.

რუსეთის მარეგულირებელი უწყების, „როსკომნადზორის“ განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება თანამოქალაქეების დაცვას ისახავს მიზნად.

„ჩვენ არ გვაქვს სურვილი დავბლოკოთ რაიმე, თუმცა ვთვლით რომ ნებისმიერმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ის კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.