მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ახალ ფაზას იწყებს“ - ლავროვი

625e81066cc1b
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.22 13:37
1502
"რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ახალ ფაზას იწყებს",  - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეარხ India Today-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ეს ოპერაცია გაგრძელდება და მისი შემდგომი ფაზა ახლა იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს მთელ სპეცოპერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული სპეცოპერაცია „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულად გათავისუფლებისკენ არის მიმართული“, რის შესახებაც თავიდანვე გაცხადებული იყო.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. 18 აპრილს კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული „სპეცოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.