მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი UNWTO-ს ტოვებს

62693c6bb9b65
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.22 16:56
1143
UNWTO არის გაეროს შემადგენლობაში შემავალი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დააყენა დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციიდან გარიცხვა. 

დღეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა რიგგარეშე სესიაზე სწორედ ამ გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ სხდომამდე განაცხადა, რომ ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა UNWTO-ს მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა:

“ჩვენი მოწოდება ნათელია: ტურიზმის ხელშეწყობა უნდა მოხდეს მშვიდობის და ადამიანთა უნივერსალური უფლებების დაცვით. მხოლოდ ისინი იქნებიან ორგანიზაციის წევრები, ვინც ამას იცავენ და იზიარებენ", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

რუსეთის სრულად გასვლას ორგანიზაციიდან, დაახლოებით, ერთი წელი შეიძლება დასჭირდეს.