31.იანვარი .2022 11:28

რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს $93.9-მდე ამცირებს

რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს $93.9-მდე ამცირებს
views 764
უკან

რუსეთი, 2 თებერვლიდან, ხორბლის საექსპორტო გადასახადს 2.5 დოლარით ამცირებს, შესაბამისად, ერთ ტონაზე ხორბლის საექსპორტო გადასახადი $95.8-ის ნაცვლად 93.9 დოლარი იქნება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აღსანიშნია, რომ საექსპორტო გადასახადი მესამე კვირაა რაც მცირდება.

ხორბალთან ერთად საექსპორტო გადასახადი ქერზე - 74.6 დოლარიდან 74.4 დოლარი, ხოლო სიმინდზე 50.6 დოლარიდან 49.2 დოლარამდე მცირდება. აღნიშნული გადასახადი 8 თებერვლამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 334.2 დოლარს (1 კვირით ადრე 336.9 დოლარი), ქერზე - 291.7 დოლარს (1 კვირით ადრე 291.3 დოლარი), სიმინდზე კი 255.3 დოლარს (1 კვირით ადრე 257.4 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 მლნ ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 მლნ ტონა იყო, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო.

ცნობისთვის: საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის იმპორტისთვის 93.4 მლნ დოლარი გავიდა, საიდანაც 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა