მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო ტარიფს 50 ევრომდე ზრდის

60018d5718379
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.21 17:04
1118
რუსეთში საბაჟო ტარიფისა და არასატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტმა, დღეს გამართულ სხდომაზე მარცვლეულის კვოტირებული მოცულობის ფარგლებში საექსპორტო გადასახადის განაკვეთების გაზრდას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ქვეკომიტეტის ინიციატივით, 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, კვოტირებული მოცულობის ფარგლებში ხორბალსა და მესლინზე საექსპორტო გადასახადი 1 ტონაზე 50 ევროთი; 1 ტონა სიმინდზე 15 მარტიდან 25 ევროთი; ქერზე კი 10 ევროთი განისაზღვრა. აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გააკეთა. მისივე თქმით, ჭვავის ექსპორტზე გადასახადის დაწესება არ იგეგმება.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის განცხადებით, საბაჟო გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილებები რუსეთის ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნითაა მიღებული. მისივე თქმით, მსოფლიოში ფასების დღეს არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით რუსეთი მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის გაანგარიშების ავტომტურ და გრძელვადიან მექანიზმს შეიმუშავებს, რომელსაც 1 ივლისიდან დანერგავს.

"მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ბაზრის მოლოდინი იმის შესახებ, რომ 1 ივლისიდან მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის განულება აღარ მოხდება. აზრი არ აქვს მწარმოებლების მხრიდან მარცვლეულის შენახვას, იმ მოლოდინით, რომ 1 ივლისიდან საბაჟო გადასახადები მოიხსნება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლის დაცვას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლებმა გაიგონ როგორი იქნება ქვეყნის მოქმედების სტრატეგიული მოდელი და ამის შესაბამისად განახორციელონ სამომავლო ინვესტიციები. ეს მოდელი ქვეყნის შიგნით წარმოების ნორმალურ განვითარებას უზრუნველყოფს", - განაცხადა რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსნებთ, რომ საბაჟო კომიტეტის დღემდე არსებული გადაწყვეტილების თანახმად 15 თებერვლიდან 30 იავნისის ჩათვლით რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტზე კვოტები წესდება, რომლის მოცულობა 17,5 მლნ ტონით განისაზღვრა. კვიტირების ფარგლებში ჭვავის, ქერის, სიმინდის შემთხვევაში საბაჟო გადასახადი ნულოვანი იქნებოდა, ხოლო 1 ტონა ხორბალზე ეს გადასახადი 25 ევროს შეადგენდა.