მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ამცირებს

621392ea983f6
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.22 18:31
991
რუსეთი, 23 თებერვლიდან, 1 ტონაზე ხორბლის საექსპორტო გადასახადს 92.8 დოლარიდან 91 დოლარამდე ამცირებს. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აღსანიშნია, რომ საექსპორტო გადასახადი ზედიზედ მეექვსე კვირაა მცირდება.

ხორბალთან ერთად საექსპორტო გადასახადი 1 ტონა ქერზე - 74.1 დოლარიდან 73.3 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 52.7 დოლარიდან 52.2 დოლარამდე შემცირდება. აღნიშნული გადასახადი 1 მარტამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 330.1 დოლარს (1 კვირით ადრე 332.7 დოლარი), ქერზე - 289.8 დოლარს(1 კვირით ადრე 290.9 დოლარი), სიმინდზე კი 259.6 დოლარს (1 კვირით ადრე 260.3 დოლარს) შეადგენს.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება. მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმი აამოქმედა, რომელიც 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 მლნ ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 მლნ ტონა იყო, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო.

ცნობისთვის: საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის შესაძენად 93.4 მლნ დოლარი გავიდა, საიდანაც 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი).