26.მარტი .2020 11:49

რუსეთი ხვალიდან საერთაშორისო ფრენებს აჩერებს

views 344
უკან

კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთის მთავრობამ სამოქალაქო ავიაციის ორგანოს დაავალა, 27 მარტიდან რუსეთიდან ყველა რეგულარული და ჩარტერული ფრენის შეჩერება დაავალა. 

ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია. ინფორმაციას მედია გამოცემა The New York Time-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს ფრენების შესრულების შესაძლებლობა მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე ექნებათ, თუკი მათ რუსეთის მოქალაქეების დაბრუნება მოუწევთ სამშობლოში.

26 მარტის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 658 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 29 ინფიცირებული.