ფრანგული გამოცემა L'Opinion-ი აქვეყნებს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსის, თომას მურის ინსტიტუტის მკვლევრის, სირილ დალმონტის სტატიას, რომელიც გლობალურად ახალი ინტერნეტ ინფრასტრუქტურუს მშენებლობას ეხება. დალმონტი წერს, რომ დასავლეთში 5G ინტერნეტის ქსელის მშენებლობაში კომპანია Huawei-ს ჩართულობისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საყურადღებო შემთხვევა, როდესაც ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეოპოლიტიკური დაძაბულობის საკითხად იქცა.
დალმონტის შეფასებით, ასეთივე მნიშვნელოვან მაგალითს ახალი ციფრული დერეფანის პროექტი წარმოადგენს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს ევროპასთან დააკავშირებს, თუმცა რუსეთის მხრიდან მომავალი ზეწოლის შედეგად, საქართველო მის განხორციელებას აფერხებს.
“საფრანგეთში 5G ტექნოლოგიების შესახებ დებატები საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად კი საკითხი შეეხება იმას თუ რამდენად წარმოადგენს რისკს ჩვენი ქვეყნისთვის 5G ტექნოლოგიის დანერგვაში ჩინური კომპანია Huawei-ს მონაწილეობა. არაერთ დასავლურ ქვეყანაში მსჯელობენ და დავობენ იმის შესახებ უნდა მიეცეს თუ არა ამ კომპანიას უფლება განახორციელოს ამ მნიშვნელობის პროექტი.
თუმცა, ეს არაა ერთადერთი ტექნოლოგიური პროექტი, რომელიც დაძაბულობის მიზეზად იქცა. საუბარია ინტერნეტის ძირითად ინფრასტრუქტურაზე, ანუ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებზე.
ქვეყნებს შორის საერთაშორისო კომუნიკაციის ტრაფიკის 99%-ზე მეტი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელებს გაივლის. დღეისთვის მსოფლიოში 380 ასეთი კაბელი არსებობს და მათი საერთო სიგრზე 1.3 მილიონ კილომეტრს აღემატება. ამ მიმართულებით აშშ და ჩინეთი არიან მოწინავე ადგილებზე, ასევე მოწინავეა რუსეთიც, ევროპა კი მათ ჩამორჩებათ. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კაბელები? იმიტომ რომ ვინც მათ ფლობს, მას შესაძლოა შეეძლოს, რომ მოახდინოს წვდომა ამ მონაცემებზეც, ან ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ამ ტრაფიკიდან. კონფლიქტების შემთხვევაში კი მას მთელი რეგიონებისა და ქვეყნების გათიშვაც კი შეუძლია.
ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ისევე კომპანია Huawei-ია, რომელიც კომპანია Huawei Marine-ის მეშვეობით ოპერირებს. როგორც სირილ დალმონტი წერს, Huawei-იმ აშშ-ის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, 2020 წლის ივნისში კომპანიის 51%-იანი წილი გაყიდა, თუმცა კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებას,”- ნათქვამია სტატიაში.
როგორც სირილ დალმონტი წერს, რუსეთის ფედერაციისთვის ციფრულ სივრცეში ჰეგემონიის შენარჩუნება ნიშნავს მათ შორის მისი მეზობელი ქვეყნებისთვის მათი ალტერნატიული მომწოდებლის არჩევაში ხელშეშლას. ავტორის შეფასებით სწორედ ეს მოხდა საქართვრლოში, რაც რუსეთის ფარული ზეწოლის პირობებში საერთაშორისო ინვესტორისთვის პროექტის ჩაშლას ისახავდა მიზნად.
“სწორედ ეს მოხდა Neqsol Holding-თან მიმართებით, როდესაც მან შეიძინა “კავკასუს ონლაინი” ერთადერთი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო და შავი ზღვის ფსკერზე ოპტოკურ-ბოჭკოვანი კაბელი შექმნა და ევროპას პირდაპირი არხით დაუკავშირდა. Neqsol-ი ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით ახალი ციფრული დერეფანის შექმნას გეგმავდა, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ევროპასთან დააკავშირებდა. სწორედ ეს მარშრუტი იქნებოდა რუსეთისგან ალტერნატიული და რუსეთისგან დამოუკიდებელი ციფრული დერეფანი.
Neqsol-მა გარიგება 2019 წელს დადო, თუმცა, კომუნიკაციების კომისია ყველა გზას იყენებს, რათა ამ ტრანზაქციის ანულირება მოახდინოს,”- წერს სირილ დალმონტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის