მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან და უკრაინიდან ფულადი გზავნილების და სავაჭრო ბრუნვის შემცირებას ვვარაუდობთ - მინისტრი

621d2af2060fd
თამთა ჯიჯავაძე
01.03.22 00:02
869
რუსეთიდან და უკრაინიდან ფულადი გზავნილები შემცირდება, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემცირდება სავაჭრო ბრუნვაც, თუმცა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება კონფლიქტი და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რამდენ ხანს გასტანს.

„ცალსახად არ უნდა ველოდოთ რომ არ შემცირდება. ყველანაირი შეფასებით ეს ასე იქნება, ვინაიდან პრობლემები იქმნება, ეკონომიკები მცირდება და ორივე ქვეყანა ეკონომიკურ სირთულეებს აწყდება, ეს ბუნებრივია და შესაბამისად ეს აისახება ფულად გზავნილებზე. ის ბარიერები, თუ სავაჭრო შეზღუდვები, რომელიც რუსეთს სანქციების ნაწილში აქვს დაწესებული, გავლენას მოახდენს სავალუტო გზავნილებზე. არამხოლოდ ეს, ვაჭრობის მოცულობებიც შემცირდება. ეს არის ჩვენი დაშვებები და შეფასებები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მასშტაბი რამხელა იქნება, სანქციები რამდენად გაგრძელდება დროში და კონფლიქტი რა დონეზე განვითარდება.

სხვადასხვა დაშვებით ჩვენ ვვარაუდობთ როგორც სავაჭრო ბრუნვის, ასევე გზავნილების შემცირებას, სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტი ალტერნატიული დაფინანსების მოძიება, რაზეც ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის იანვრის სტატისტიკით, საქართველოში გზავნილების მოცულობის მიხედვით, ტოპ 20 ქვეყანა ასე ნაწილდება:

1. იტალია - $33.3 მილიონი, მატება წინა წელთან 22%
2. რუსეთის ფედერაცია - $22.4 მილიონი, კლება წინა წელთან -3%
3. აშშ - $20.3 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
4. საბერძნეთი - $16.9 მილიონი, კლება წინა წელთან -9%
5. ისრაელი - $14.9 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
6. გერმანია - $8.8 მილიონი, მატება წინა წელთან 46%
7. ყაზახეთი - $6.6 მილიონი, მატება წინა წელთან 201%
8. თურქეთი - $6.4 მილიონი, კლება წინა წელთან -11%
9. უკრაინა - $5.5 მილიონი, კლება წინა წელთან -15%
10. აზერბაიჯანი - $4.4 მილიონი, კლება წინა წელთან -17%