მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან გაზრდილ ფულად გზავნილებს განვიხილავთ როგორც დროებით მოვლენას - გვენეტაძე

62e12c67b5c01
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 16:19
993
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, რუსეთიდან გაზრდილი ფულადი გზავნილების მიმართ მარეგულირებლის მიდგომა იქნება ფრთხილი, იმის მიუხედავად, რომ გაზრდილი მაჩვენებელი ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას ახდენს. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის დროს სადეპუტატო კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.

„რას შეეხება რუსეთიდან შემოსულ ფულს - არის ბევრი მოვლენა, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისას ფულადი გადმორიცხვებისა და ექსპორტის შემცირების მოლოდინი გვქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რაოდენ მაღალია არაპროგნოზირებადობის დონე. ამას ვერანაირად ვერ გავთვლიდით და ვერ გავითვალისწინებდით. ჩვენ პირიქით ვითვალისწინებდით.

იმის თქმა - რა იქნება, რთულია. ეს <ფულადი გზავნილები> არის ფული, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები რიცხავენ, ან იმ მოქალაქეების, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით გადმოვიდნენ, რამდენი ხანი დარჩებიან ისინი აქ, ან ქართველმა რომელიც ეს თანხა გადმორიცხა აქ იქნება და თუ სხვაგან წავა, რთული სათქმელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომაა, რომ ჩავთვალოთ ეს ერთჯერად შემოსავლად და ეს უფრო დაცულ მხარეს გვამყოფებს. ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ეს მუდმივად ასე გაგრძელდება, მაშინ პოლიტიკაც შეიცვლება. მაგალითად მაისში თუ მეტი გადმორიცხვები იყო რუსეთიდან, ივნისში ცოტა შემცირდა. ამასთან დაკავშირებით, მიდგომა ფრთხილია, რადგან ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დროებით მოვლენას. რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა გაცვლით კურსზეც, ეკონომიკურ აქტივობაზეც, მაგრამ მიდგომა იქნება ფრთხილი“, - განაცხადა გვენეტაძემ.

რუსეთიდან წელს $750 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა