მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს - შალვა პაპუაშვილი

6221e9f0b99fb
ინგა მურუსიძე
04.03.22 14:36
898
"რუსეთიდან ამ ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე საუბარი მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობის ნაწილია, არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, ხედავს თუ არა მთავრობა გამოწვევას იმაში, რომ რუსეთიდან მასობრივად შემოდიან ადამიანები საქართველოში და შესაძლებელია თუ არა ეს ეროვნულ საფრთხედ იქცეს.

„ეს საკითხი, რაც შეეხება ე.წ. მასობრივ შემოსვლას, არის ნაწილი იმ დისკრედიტაციისა, რაც გვაქვს მთავრობის წინააღმდეგ და ეს არის სწორედ ის, რაც იწვევს ჩვენში კითხვის ნიშნებს, რატომ ხდება ხოლმე ასეთი ინფორმაციის გავრცელება. არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, სხვათა შორის რუსეთის მხრიდან, ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის მიმოსვლა. რაც შეეხება მონაცემებს, გუშინ იყო განხილვის საკითხი ეს თემა და დეზინფორმაციის ნაწილია, რომ საზოგადოებაში შემოვიდეს შფოთი, არ იყოს სიმშვიდე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ის მედიას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება.

შეგახსენებთ: ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან მოქალაქეების დიდი ნაწილი ჩამოდის საქართველოში, ქირაობენ და იძენენ საცხოვრებელ ფართებს, გადმოაქვთ კომპანიები და ა.შ. ბიზნესების ნაწილი საკითხის დარეგულირებას ითხოვს.