17.აგვისტო .2019 20:02

რუსეთიდან ოკუპირებულ სოხუმში“კნიაზ ვლადიმერი“ ივლის - რუსული მედია

views 700
უკან

2020 წლიდან რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სოხუმში რუსული გემი “კნიაზ ვლადიმერ“ ივლის, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საკრუიზო მიმოსვლის დეტალები საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის რუსეთის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა ზახარი ჯიოევმა და აფხაზეთის ე.წ. საზღვაო გადაზიდვის ხელმძღვანელმა დაურ არძინბამ განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გემი 2020 წლიდან დღეში ხუთ რეისს შეასრულებს.

ზახარი ჯიოევის განცხადებით, მანამდე კი, იმისათვის, რომ დარწმუნდნე, სოხუმის პორტი და წყლის ტერიტორია გემის მიღებისთვის მზად არის სატესტო მიმოსვლა ოქტომბრიდან განხორციელდება.

სეპარატისტული აფხაზური მხარე ვარაუდობს, რომ საკრუიზო მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რუსი ტურისტების რაოდენობას ოკუპირებულ რეგიონში საგრძნობლად გაზრდის.

1971 წელს აშენებულ „კნიაზ ვლადიმერს“ 700 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მისი სიგრძე 142, ხოლო სიგანე 21 მეტრია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა