მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვას სანქციები არ ეხება - სებ

6218d721cdfea
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.22 17:48
3449
საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. 2021 წელს გზავნილების ზომა 25%-ით, 2.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანობაში ეს თანხა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს შეადგენდა.

ფულადი გზავნილების მთავარი წყარო კვლავ რუსეთია, საიდანაც გასულ წელს 443 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

BMG-იმ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით - შეეხო თუ არა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაანონსებული სანქციები იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ფულადი გზავნილების მომსახურებით არიან დაკავებული.

როგორც სებ-ში განმარტავენ, სანქციები ამ ფირმებზე არ ვრცელდება.

რუსეთიდან შემომავალი თანხის სიდიდის გამო, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის მეორე ადგილზე რუსული Zolotaya Korona-აა, რომლითაც შარშან 439 მილიონი დოლარი შემოვიდა.

გადმორიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი ასეთია:

1. RIA - $464 მილიონი დოლარი;
2. Zolotaia Korona - $439 მილიონი დოლარი;
3. Western Union - $407 მილიონი დოლარი;
4. Money Gram - $302 მილიონი დოლარი;
5. Intel Express - $291 მილიონი დოლარი;
6. Contact - $199 მილიონი დოლარი;
7. Unistream - $140 მილიონი დოლარი;
8. Rico Gram - $99 მილიონი დოლარი;

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - $443 მილიონი, მატება 22%
2. იტალია - $418 მილიონი, მატება 40%
3. აშშ - $308 მილიონი, მატება 41%
4. საბერძნეთი - $261 მილიონი, მატება 19%
5. ისრაელი - $202 მილიონი, მატება 29%
6. გერმანია - $122 მილიონი, მატება 65%
7. თურქეთი - $112 მილიონი, მატება 5%
8. უკრაინა - $100 მილიონი, მატება 14%
9. აზერბაიჯანი - $93 მილიონი, მატება 72%
10. ყაზახეთი - $65 მილიონი, მატება 225%.