04.აგვისტო .2022 22:35

“რუსეთიდან საქართველოში კომპანიები გადმოდიან, თითოეულს 200-300 თანამშრომელი მოჰყვება” - RENTALS.GE

“რუსეთიდან საქართველოში კომპანიები გადმოდიან, თითოეულს 200-300 თანამშრომელი მოჰყვება” - RENTALS.GE
views 2632
უკან

უძრავი ქონების სააგენტოები აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ბაზირებულმა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში გადმოსვლა დაიწყეს.

როგორც RENTALS.GE-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, ეს ის კომპანიებია, რომლებსაც 200-300 თანამშრომელი მაინც გადმოჰყავს საქართველოში. თავის მხრივ, თანამშრომლები კი საქართველოში ოჯახებთან ერთად გადმოდიან.

“ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რომ ასეთ ხალხთან არ ვიმუშაოთ. თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი კომპანიები ჩამოდის, იხსნება, რეგისტრირდება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არა რუსული, არამედ საერთაშორისო კომპანიებია, რომლებიც საქართველოში გადმოდიან.

ამ კომპანიებს ცხადია, საქართველოსთვის და თბილისისთვის დიდი რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები მოჰყვებიან თავიანთი ოჯახებით. თითო კომპანიას შეიძლება 200-300 ოჯახი გადმოჰყვეს", - ამბობს RENTALS.GE-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა