მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 12,000-მდე ჯერ არ გასულა.. გავლენ ალბათ - გომელაური

62332eb9ea6b7
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.22 17:00
1298
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეთა მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკის შესახებ გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, 24 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის 30,400 მოქალაქე შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 2019 წლის მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია, თუმცა მინისტრის თქმითვე, ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან საქართველო 17,800-მა უკვე დატოვა ანუ რუსეთის 12,000 მოქალაქე კვლავ იმყოფება საქართველოში. ამასთანავე, გომელაური აღნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 8,700-მდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა. 

"24 თებერვლიდან, რაც გავიდა 21 დღე, მას შემდეგ შემოსულია რუსეთის 30,439 მოქალაქე, გასვლა 17,801 ადამიანის. იგივე დროს 2019 წელს შემოსულია 64,800 ადამიანი და გასულია 63,097 და უფრო ნაკლებია გაჩერებული, ვიდრე დღეს.

დაახლოებით, 12,000 ადამიანი არის, ვინც შემოვიდა და არ გასულა ჯერ. ნუ არ ვიცი, გავლენ ალბათ...

გუდაურში არიან, ბაკურიანში არიან, ზოგი თბილისშია.

ბელარუსის მოქალაქეები - ბევრად მეტი მატება ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან არის 15,767 შემოსვლა და ომის დაწყებიდან გუშინდელ დღემდე, როცა ანალოგიურ დროს 2019 წელს 1,678 იყო შემოსული. თითქმის ათჯერ მეტია შემოსული ბელარუსის მოქალაქე.

უკრაინის მხრიდან დიდი შემოდინება არ არის. უკრაინის მოქალაქეები 2019 წელს შემოსული იყო 9,200 ადამიანი ახლა არის 8,688 ადამიანი", - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.