2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 1.78 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა - 750 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 306 მილიონით მეტია. თუკი წარსულში რუსეთიდან გზავნილების მთავარი წყარო ამ ქვეყანაში მომუშავე ქართველები იყვნენ, ახლა გზავნილები ძირითადად რუსეთიდან საქართველოში ემიგრირებული მოსახლეობის გადმორიცხვებს წარმოადგენს.
რუსეთის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს იტალია, საიდანაც 208 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი. 147 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი 109 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.
ქვეყნები, საიდანაც 2022 წლის პირველ ნახევარში ყველაზე ფულადი გზავნილი შემოვიდა:
1. რუსეთის ფედერაცია - $750 მილიონი, მატება წინა წელთან 306%
2. იტალია - $208 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
3. აშშ - $147 მილიონი, მატება წინა წელთან 9%
4. საბერძნეთი - $109 მილიონი, კლება წინა წელთან -10%
5. ისრაელი - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 7%
6. ყაზახეთი - $86 მილიონი, მატება წინა წელთან 426%
7. გერმანია - $71 მილიონი, მატება წინა წელთან 44%
8. თურქეთი - $47 მილიონი, კლება წინა წელთან -9%
9. ესპანეთი - $28 მილიონი, მატება წინა წელთან 7%
10. აზერბაიჯანი - $28 მილიონი, კლება წინა წელთან -34%
ფულადი გზავნილების სისტემებს შორის პირველ ადგილს სწორედ რუსული Zolotaya Korona იკავებს, რომლითაც $541 მილიონი გადმორიცხეს. მეორე ადგილზეა RIA 261 მილიონით, მესამეზე კი Unistream-ი 230 მილიონი დოლარით.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი