მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადი 93.2 დოლარამდე მცირდება

61fe6d9ec7cb0
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 16:47
1158
რუსეთი, 9 თებერვლიდან, ხორბლის საექსპორტო გადასახადს 93.9 დოლარიდან 93.2 დოლარამდე ამცირებს. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აღსანიშნია, რომ საექსპორტო გადასახადი ზედიზედ მეოთხე კვირაა რაც მცირდება.

ხორბალთან ერთად საექსპორტო გადასახადი 1 ტონა ქერზე - 74.6 დოლარიდან 73.3 დოლარამდე შემცირდება, ხოლო სიმინდზე 49.2 დოლარიდან 52.7 დოლარამდე გაიზრდება. აღნიშნული გადასახადი 15 თებერვლამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 333.2 დოლარს (1 კვირით ადრე 334.2 დოლარი), ქერზე - 289.8 დოლარს(1 კვირით ადრე 291.7 დოლარი), სიმინდზე კი 260.4 დოლარს (1 კვირით ადრე 255.3 დოლარს) შეადგენს.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 მლნ ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 მლნ ტონა იყო, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო.

ცნობისთვის: საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის იმპორტისთვის 93.4 მლნ დოლარი გავიდა, საიდანაც 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი).