17.აგვისტო .2019 14:16

„რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ”

views 368
უკან

“Fitch”-მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა და მათგან გამოვყოფდი, რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული გამოწვევას, რაც კვლავაც რჩება არასტაბილურობის ფაქტორად. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ფაქტორი იყოს განეიტრალებული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სარეიტინგო კომპანიამ “Fitch”-მა დღეს საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა.

მინისტრის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2019 წელი ჩვენ მაღალი მაჩვენებლით დამასრულოთ".

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.