მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ბაზარს ამერიკული ბანკი Goldman Sachs ტოვებს, მუშაობას აჩერებს Western Union–იც

622a2b5d856b1
BM.GE
10.03.22 20:44
961
Goldman Sachs პირველია უმსხვილეს ამერიკულ ბანკებს შორის, რომელმაც რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. ამასთან VISA, Mastercard-ისა და AMerican Express–ის შემდეგ რუსეთსა და ბელორუსში ოპერირების შეწყვეტას Western Union–იც აანონსებს.

Goldman Sachs Group–ში, რომელსაც ოფისები მოსკოვში აქვს, განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ყველა ტიპის ოპერაციებს აჩერებენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ამერიკულ ბანკს, JPMorgan–ს მათ თავის გეგმებზე რუსეთთან დაკავშირებით ჯერ არ განუცხადებიათ და კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

რაც შეეხება საგადახდო სისტემა Western Union–ს, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, დაინტერესბულ მხარეებთან საკმაოდ აქტიური დიალოგის შედეგად მიიღეს რუსეთსა და ბელორუსის ბაზრებზე საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება.

საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისთვის ადგილზე მუშაობა ძალიან რთული იყო.