ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა BMG Drive-ის ეთერში ქართული მეღვინეობის სექტორში რუსეთის წილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ისევ ძალიან მაღალია, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს პრობლემას.
სამანიშვილის განმარტებით, პრობლემური საკითხი არა მხოლოდ უშუალოდ რუსეთზე, არამედ, ზოგადად, ერთ სახელმწიფოზე დამოკიდებულებაა. მისი შეფასებით, ღვინის საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებული უნდა იყოს და ერთ ქვეყანაზე ექსპორტის მაქსიმუმ 30% უნდა მოდიოდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები, რომლებიც თან ახლავს ზედმეტ დამოკიდებულებას.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ისევ დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე, რამდენიმე მსხვილი კომპანიის გარდა.
სამწუხაროდ, ზოგადად, როცა იმართება შეხვედრები ხელისუფლებასა და ღვინის კომპანიებს შორის, თხოვნა არის ხოლმე, რომ მთავრობა კომპანიებს რუსეთის ბაზარზე გაფართოებაში დაეხმაროს - ეს არის ჩვენი დარგის სერიოზული პრობლემა. ვფიქრობ, ღვინის ექსპორტში 30%-ზე მეტი წილი არცერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს, რუსეთზე კი ამჟამად ექსპორტის 60% მოდის“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის ექსპერტის შეფასებით, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების საკითხი სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, მათ შორის, მეტი რესურსები მიიმართოს პროდუქციის ხარისხის ზრდაზე და შედარებით მაღალი ხარისხის ღვინით დასავლეთის ბაზარზე გასვლასა და საკუთარი, „ნიშური“ სეგმენტის ჩამოყალიბებაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული მეღვინეობის ცნობადობის ამაღლებას და სექტორის განვითარებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი