მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივებს იაპონიაც გაუყინავს

621dc09dbacac
მარიამ ვარადაშვილი
01.03.22 10:49
574
იაპონიამ აშშ-ის და მისი მოკავშირეების მსგავსად სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რაც  ქვეყნის ლიდერებისთვის და სამი ფინანსური ინსტიტუტისთვის აქტივების გაყინვას გულისხმობს.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროის გარდა, იაპონია აქტივებს გაუყინავს რუსეთის სახელმწიფო ბანკებს: Промсвязьбанк-სა და Vnesheconombank-ს, ასევე ქვეყნის ცენტრალურ ბანკს.

სანქციებს შორის მოხვდა 49 რუსული ექსპორტიორი საწარმოც, რომლებსაც იაპონიის მთავრობამ ექსპორტი აუკრძალა. “შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების გამოყენებაზე”, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა დასავლეთის ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენთან ონლაინშეხვედრის დროს.

ფუმიო კიშიდამ ასევე თქვა, რომ აპირებენ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდნენ, მათ შორის რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ტრანზაქციების შეზღუდვასთან დაკავშირებით. Reuters-ი წერს, რომ რუსეთის საგარეო რეზერვები 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, თითქმის 600 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მათი 5.7% იაპონიის ეროვნულ ვალუტაში იყო განთავსებული.