მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალური ბანკი: ციფრული ვალუტა რუსეთის ფინანსური სისტემის მომავალია

60b78e5e2818b
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.21 21:10
941
რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, ციფრული ვალუტები რუსეთის ფინანსური სიტემის მომავალია, რადგან თანამედროვე ეკონომიკა თავისთავად ითხოვს გაციფრულებას და ციფრული ვალუტები სწორედ ამ სიცარიელეს შეავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ნაბიულინას განცხადებით, ციფრული რუბლის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება, ხოლო საპილოტე პროგრამა 2021 წლის ბოლოდან გაეშვება სისტემაში.

როგორც რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, ციფრული ვალუტა აბსოლუტურად განსხვავდება კრიპტოვალუტისგან, მათ შორის ბიტკოინისგან, ანუ ერთი ციფრული რუბლის ღირებულება შესაბამისობაში იქნება ჩვეულებრივი რუბლის ღირებულებასთან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა კრიპტოვალუტა არალეგალურ გადახდის საშუალებად გასულ წელს აღიარა და ქვეყანაში ეს რეგულაცია დღემდე ძალაში რჩება.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხებთ შევქმნათ ციფრული ვალუტის სისტემა, რადგან ეს არის ძალიან რთული პროექტი ტექნოლოგიურად", - განაცხადა ნაბულინამ.

გამოცემა წერს, რომ აშშ-სთვის რუსეთის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ახალი თავის ტკივილი გახდეს. როგორც აშშ-ს ხაზინის ოფიციალური წარმომადგენელი, მაიკლ გრინვალდი აცახებს, თუ რუსეთი, ჩინეთი და ირანი ციფრულ ვალუტას შექმნიან, მათ შეიძლება სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და ტრანზაქციები დოლარის მიღმა განხორციელდეს, რაც „საგანგაშო“ იქნება ამერიკისათვის.