მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული - პუტინი

6262bcdd042c2
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.22 18:58
1083
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„შარლ მიშელის მოწოდების საპასუხოდ, რომელიც ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირდაპირ კომუნიკაციას შეეხებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა ამ საკითხთან მიმართებით თავისი ცნობილი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, რომლის მიმდინარეობაშიც უკრაინული მხარე არათანმიმდევრულობას ამჟღავნებს და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არ არის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე უკრაინაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს. "შარლ მიშელმა კიევში ვიზიტისას უკრაინის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვლადიმერ პუტინმა კი დონბასის რესპუბლიკის დასაცავად სპეციალური სამხედრო ოპერაციის პრინციპული შეფასება წარუდგინა", - აღნიშნულია განცხადებაში.