მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის დეფოლტის მიზეზები არ არსებობს - პუტინის პრესმდივანი

622b357204972
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 16:00
1087
"რუსეთის დეფოლტის პირობები, როგორც ასეთი, არ არსებობს" - ასე პასუხობს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და მდივანი დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტის მიერ შესაძლო დეფოლტის შესახებ დასმულ კითხვას.  

„ჩვენ გვესმის ჩვენი ფინანსური უწყებების განცხადებები, რომ საგარეო ვალის რუბლში მომსახურებისთვის საჭირო მარაგები და მზაობა გვაქვს. შესაბამისად, დეფოლტისთვის საჭირო ფაქტობრივი მიზეზები არ არსებობს, თუ მას ჩვენ ხელოვნურად არ შეგვიქმნიან“, - განაცხადა პესკოვმა.

ოთხშაბათს სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის დეფოლტის ემიტენტების გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B-დან C-მდე შეამცირა, რაც მისი სუვერენული დეფოლტის მაღალ რისკზე მიუთითებს. წერს Tass-ი.