მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის დუმამ უკრაინის რეგიონების ანექსირების რატიფიცირება მოახდინა

633ae0f816041
მარიამ ვარადაშვილი
03.10.22 17:20
516
რუსეთის დუმის ქვედა პალატამ უკრაინის ტერიტორიის ანექსირების რატიფიცირება მოახდინა. დუმის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინის ოთხი რეგიონის ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიას რუსეთისთვის შეერთებას.

ეს უკრაინის ტერიტორიის თითქმის 15%-ს შეადგენს. უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს.

ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილ ფარსს რეფერენდუმის იმიტაციასაც ვერ უწოდებ”,- 28 სექტემბრის ვიდეომიმართვაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ პარლამენტის ზედა პალატა დოკუმენტის რატიფიცირებას ხვალ გეგმავს.