მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ФСБ ტაქსის მგზავრების შესახებ ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს

624300ea67041
გიორგი თოლორდავა
29.03.22 17:00
2138
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც ტაქსის მძღოლებს და სატრანსპორტო სერვისების პროვაიდერებს ავალდებულებს – ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) პირდაპირ რეჟიმში გაუზიარონ ინფორმაცია მგზავრებისა და მარშრუტების შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურს ექნება უფლება – მიიღოს, დაამუშაოს და შეინახოს ინფორმაცია მგზავრებისა და შეკვეთების შესახებ.

გარდა ამისა, რეგიონული სანავიგაციო და საინფორმაციო სისტემა GPS-ის საშუალებით პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ავტომობილისა და მისი მძღოლის ადგილმდებარეობის შესახებ.

ზუსტად რა სახის მონაცემებს მიიღებს ФСБ და რაში სჭირდება აღნიშნული ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს, კანონპროექტში განმარტებული არ არის.