09.სექტემბერი .2020 22:00

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინა Sputnik V-ის კვლევის მესამე ფაზა დღეს იწყება

views 442
უკან

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V-ის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა დღეს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„დღეს ვიწყებთ მსოფლიოში არსებული პირველი ვაქცინის მესამე ფაზის კვლევებს“, - განაცხადა მურაშკომ სამედიცინო კონფერენციაზე.

როგორც გამოცემა წერს, აგვისტოში რუსეთმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისაგან მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც განაცხადა, რომ Sputnik V-ის გამოყენება შესაძლებელია ფართო მოხმარებისათვის კლინიკური კვლევის მესამე ფაზის გარეშე.