მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დაწყება სრულიად მიუღებელია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

62174418d745b
მარიამ ვარადაშვილი
24.02.22 12:36
546
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას ტვიტერზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. ზალკალიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სიტუაციის დეესკალაცია უზრუნველყონ.

“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყება სრულიად მიუღებელია. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია”,-წერს ზალკალიანი.