მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ წიწიბურას ექსპორტის აკრძალვა ჩვენზე არ აისახება, ის მალე ჩანაცვლდება - მინისტრი

6092ac12ca40a
ინგა მურუსიძე
05.05.21 18:38
755
რუსეთმა ზაფხულის დასაწყისიდან მის დასრულებამდე წიწიბურას ექსპორტი აკრძალა - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთიდან წიწიბურის, ბურღულისა და წიწიბურის დამსხვრეული მარცვლის ექსპორტი დროებით იკრძალება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რაც თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

"ამას შიდა მიზეზები აქვს, მაგრამ ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება, რადგან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიო ბაზრების 2/3-თან, შესაბამისად, რუსეთი <როგორც წიწიბურას საიმპორტო ქვეყანა> ძალიან მალე ჩანაცვლდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი, რომელმაც წიწიბურას ექსპორტი აკრძალა, საქართველოსთვის #1 საიმპორტო ქვეყანაა.