მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ვეთანხმები - “კავკასუს თრეველის" დირექტორი

62501c3d5a00b
მარიამ ვარადაშვილი
08.04.22 15:56
992
“კავკასუს თრეველის” დირექტორი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ.

კიკნაძის თქმითვე, საქართველოს მოუწევს შეუერთდეს უძრავი ქონების გაქირავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის სანქციას და რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებზე Airbnb-ის პლაფთორმით ბინა არ გააქირაოს.

“აქ ჩამოვიდნენ ადამიანები, რომელთაც ბათუმში ბინა აქვთ. საქართველოში ჩამომსველი 10 მოქალაქიდან 9 ჩამოვიდა იმის გამო, რომ აქ იოლად გამოიქცეოდა. სხვადასხვა მოტივით ჩამოვიდნენ. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს. არავითარ შემთხვევაში ამის ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ ვინმემ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს უკონტროლო დინებას, რადგან ეს ტურიზმთან არავითარ კავშირში არ არის, სამთავრობო უწყებებია. უშიშროებაში დანამდვილებით უნდა იცოდნენ, რა საფრხე გველოდება და მათი პასუხისმგებლობაა გაფილტრონ, რისი ერთ-ერთი საშუალებაც ვიზის შემოღებაა”,-აცხადებს კიკნაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 188 354 იყო, რაც 63%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. რაც შეეხება რუსეთიდან განხორციელებულ ვიზიტებს, გასულ თვეს რუსეთის ფედერაციიდან 22 536 ვიზიტი განხორციელდა.