მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მთავრობა გადადგა

5e1f18fe5041a
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 17:49
2159
რუსეთის ფედერაციის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით კაბინეტი უფლებამოსილების შესრულებას წყვეტს. სამთავრობო ცვლილების შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ტასს-ი ავრცელებს.

დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. პუტინი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის შედის დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. 

დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2012 წლის 12 მაისიდან 2020 წლის 15 იანვრამდე იკავებდა.