21.იანვარი .2020 22:39

რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

views 383
უკან

რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია. კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა, რომლის მიხედვითაც სამთავრობო შემადგენლობაში რჩებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი. ასევე ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.

ბრძანების მიხედვით, პრემიერის მოადგილეების რაოდენობა ათიდან ცხრამდე შემცირდა, გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტრო. 
 
შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის მინისტრთა კაბინეტი გადადგა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად მიხაილ მიშუსტინი დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა