მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის პორტში მომხდარი ავარიის გამო ყახაზეთი დღეში 320 ათას ბარელ ნავთობს ვეღარ ყიდის

6242c5ba93f4a
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.22 12:39
836
21 მარტს რუსეთში მდებარე, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო ავარია მოხდაა , რომელმაც “კრიტიკული დაზიანება” გამოიწვია. შედეგად, “კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეამცირა.

მილსადენის მაქსიმალური გამტარობა დღეში 1.1 მილიონი ბარელია და ის ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მთავარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს.

დღეს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამ ავარიის გამო, აპრილის ბოლომდე, დღეში 320 ათას ბარელ ნავთობს ვეღარ გაყიდის, რაც ყოველდღიურად 36 მილიონი დოლარის მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს. მთლიანობაში, რემონტის პერიოდში ყაზახეთი 1.3 მილიონ ტონა ნავთობს ვერ გაყიდის, შესაბამისად, ჯამში 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალს ვერ მიიღებს.

რუსული პირველი არხის თანახმად, ავარია 21 მარტის ღამით არსებულმა შტორმმა გამოიწვია. დაზიანება მილსადენის მოტივტივე მონაკვეთზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ტანკერების შევსება ხდება.