მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის საფონდო ბირჟა კატასტროფულად ეცემა - ინდექსი 24 თებერვლის ნიშნულს ჩამოსცდა

633171f205c83
გიორგი თოლორდავა
26.09.22 13:34
2476
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვარდნის კატასტროფულად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - MOEX Russia Index-ის ღირებულება ორშაბათს ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში თითქმის 8%-ით დაეცა.

ვარდნის პარალელურად, MOEX-ის ვებ-გვერდი გაითიშა, რაც, სავარაუდოდ, უჩვეულოდ მაღალი აქტივობითა და სერვერებზე ზეწოლითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი საბირჟო ინდექსი 24 თებერვალს დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებელსაც (2,058) ჩამოსცდა და ის ამჟამად 1,920-იან ნიშნულზეა.

მოსკოვის საფონდო ბირჟის ვარდნა პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებასთან და ბირთვული იარაღის გამოყენების რიტორიკის გაძლიერებასთან.

უშუალოდ დღევანდელი დაღმასვლა კი პრეზიდენტის ახალ განკარგულებას უკავშირდება, რომელიც მობილიზაციის პერიოდში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ უარს „სერიოზულ შედეგები“ მოჰყვება - 10 წლამდე პატიმრობას.

მკვეთრი ვარდნის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟის ადმინისტრაციამ ვაჭრობა შეზღუდოს და ინვესტორებს კომპანიების აქციების გაყიდვა აუკრძალოს, როგორც ეს 24 თებერვალს ომის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა.