29.სექტემბერი .2022 16:04

რუსეთის საფონდო ბირჟა ვარდნას განაგრძობს - MOEX ინდექსი 5-წლიან მინიმუმზეა

რუსეთის საფონდო ბირჟა ვარდნას განაგრძობს - MOEX ინდექსი 5-წლიან მინიმუმზეა
views 610
უკან

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვარდნის მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე MOEX Russia Index-ის ღირებულება დამატებით 2%-ით შემცირდა.

ამჟამად ინდექსის ღირებულება 1,920-რუბლიან ნიშნულზეა, რაც ბოლო 5 წლის მინიმალური მაჩვენებელია და თითქმის 55%-ით ჩამოუვარდება გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს (4,200).

მოსკოვის საფონდო ბირჟის ვარდნა პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებასთან და ბირთვული იარაღის გამოყენების რიტორიკის გაძლიერებასთან.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ მიმდინარე კვირას პუტინმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელი რომელიც მობილიზაციის პერიოდში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ უარს „სერიოზულ შედეგები“ მოჰყვება - 10 წლამდე პატიმრობას.