მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს პასუხობს

5e4ea3858edf4
დავით ჯალაღონია
20.02.20 19:15
1152
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ასე უპასუხა მან გამოცემა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას, რომლის მიხედვით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

"ჩვენ ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე, რომლებმაც ეს კომენტარი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არანაირი სახით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით", - განაცხადა რუდენკომ.

ცნობისთვის: აღნიშნულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა მაიკ პომპეომაც გააკეთა.