მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ტურისტული კავშირი სექტორის გამოსაცოცხლებლად ვაქცინაციის ტურებს გეგმავს

60bf62dc73a22
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.21 16:50
696
რუსეთის კერძო სექტორი ტურიზმის გამოსაცოცხლებლად მზად არის, საერთაშორისო მოგზაურებს COVID-ვაქცინაციის ტურისტული პაკეტები შესთავაზოს. ვაქცინაცია Sputnik V-ით განიხილება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის განცხადებით, ვაქცინაციის ტურისტული პაკეტები უკვე მზადაა, თუმცა ზოგიერთი გარემოება პროექტის დროულ ამოქმედებას აყოვნებს.

"უცხო ქვეყნების ბევრ მოქალაქეს სურს აღნიშნული ტურით რუსეთში ჩამოსვლა, მაგრამ ზოგიერთი გარემოება აბრკოლებთ. მაგალითად, როგორიც არის ვიზა და ქვეყანაში შემოსვლისას დაწესებული რეგულაციები“, - განაცხადა ანდრეი იგნატიევმა, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ხელმძღვანელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ტურისტული პაკეტის ფასი 1,500 აშშ დოლარიდან 2,500 აშშ დოლარამდე მერყეობს. ტურის ხანგრძლივობა კი, 3 კვირით განისაზღვრება.