მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank-ი ევროპის ბაზრიდან გადის

621f4c4b39034
გიორგი თოლორდავა
02.03.22 15:37
885
დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებით შექმნილი ზეწოლის გამო, რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank-ი ევროპის ბაზარს ტოვებს. ინფორმაციასThe Guardian-ი ავრცელებს.

Sberbank-ის განმარტებით, ევროპის ბაზრის დატოვების მთავარი მიზეზი ფულადი სახსრების არანორმალური გადინება და ბანკის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ბოლო მონაცემებით, Sberbank-ის აქტივების საერთო მოცულობა 500 მილიარდ დოლარს აღწევდა და ევროპის მასშტაბით ის 15 მილიარდი ევროს აქტივებს ფლობდა, ხოლო მისი ფილიალები გერმანიაში, ავსტრიაში, ხორვატიაში, უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ოპერირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ Sberbank აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ბანკების სიაში მოხვდა, რის გამოც ლონდონის საფონდო ბირჟაზე Sberbank-ის ღირებულება 92% შემცირდა და ამჟამად მისი აქციები ცენტებად ივაჭრება.