მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისთვის ავიატექნოლოგიების მიწოდებისთვის აშშ-ში ორი პირი დააკავეს

6401df7605675
მარიამ ვარადაშვილი
03.03.23 16:05
633
აშშ-ში ორი მოქალაქე სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის საავიაციო ტექნოლოგიების გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ექსპორტზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ისინი დასავლური წარმოების საავიაციო ტექნიკას აწვდიდნენ რუსულ კომპანიებს, ასევე არემონტებდნენ დანადგარებს რუსული წარმოების თვითმფრინავებისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ომის დაწყებისთანავე რუსეთის ავიაცია უპრეცედენტო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რუსეთში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის. შეზღუდვა გავრცელდა რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში მყოფ კერძო თვითმფრინავებზეც.

აშშ-ის, კანადისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები აჩენდა მოლოდინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი რუსეთის სამოქალაქო ავიაცია იქნებოდა. დაკეტილი საჰაერო სივრცის გარდა, ამის მიზეზი Airbus-ისა და Boeing-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეუწყვიტეს. იმ ფონზე, როცა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერ წარმოებული თვითმფრინავებია, ეს ნიშნავს, რომ რუსული კომპანიები საერთაშორისო სტანდარტების ვერ დააკმაყოფილებენ.

ვრცლად ამ თემაზე