მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისთვის დაწესებული საჰაერო შეზღუდვების გამო, ლავროვი სერბეთში ვერ ჩავიდა

629e66f1e50bf
ალა ისპირიანი
07.06.22 01:00
1048
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სერბეთში ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ უარი თქვა ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვაზე. 

ლავროვს 6-7 ივნისს ბელგრადში მოლაპარაკებები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან უნდა ჰქონოდა.

შეგახსენებთ, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, რიგმა ქვეყნებმა საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა. მათ შორის ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომაც, რომლებიც სერბეთს ესაზღვრებიან.

რაც შეეხება სერბეთს, იგი არ შეუერთდა ევროკავშირის მასშტაბურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ევროპის მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, სერბეთი დიდწილად რუსულ გაზზეა დამოკიდებული.