მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა 80 ჩრდილოეთკორეელი მეზღვაური დააკავა - ესკალაცია იაპონიის ზღვაში

5d81d14d7ddf5
მიხეილ ხაჩიძე
18.09.19 14:30
1054

მძიმე შეტაკება იაპონიის ზღვაში. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთკორეელ მეზღვაურებსა და რუსეთის სანაპირო დაცვას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რუსეთის 3 მოქალაქეა დაშავებული.



რუსული გამოცემები FSB-ზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია და რუსეთმა ჩრდ.კორეის 2 საზღვაო ხომალდი დააყადაღა და 80-ზე მეტი მეზღვაური დააპატიმრა.




მათივე ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა იაპონიის ზღვაში, პრიმორიეს რეგიონში, იქ, სადაც რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონაა, ჩრდილოკორეული გემები დააფიქსირეს, რომლებიც არალეგალურ თევზჭერას ეწეოდნენ. გაფრთხილების შემდეგ კი, მათ ცეცხლი გასნეს. ამ დროისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარის გამო ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატები არიან დაბარებულნი.



იაპონიის ზღვაში, რომელიც რუსეთისა და იაპონიის გარდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასაც ესაზღვრება, თევზაობის უფლებების გამო, დაპირისპირებები ხშირად ხდება. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფხენიანი თავის მეთევზეებს დიდი ნადავლის მოპოვების მიზნით, ზღვის ღრმა ნაწილებში გასვლას აიძულებს.