მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ბაიდენი, ბლინკენი, კლინტონი და სხვები "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა

6230ab4fc9eab
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.22 19:09
1213
რუსეთმა აშშ-ს "საპასუხო სანქციები" დაუწესა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა სახელმწიფო მოხელეები, ასევე დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. 

რუსეთში შესვლა აეკრძალათ:

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს;
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს;
პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინს;
პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს;
CIA-ს დირექტორ უილიამ ბერნსს;
გაერთიანებული შტაბის უფროს მარკ მილის;
თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ ფსაკს;
პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დალიპ სინგჰს;
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორ სამანტა პაუერს;
აშშ-ის პრეზიდენტის შვილ ჰანტერ ბაიდენს;
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ჰილარი კლინტონს;
აშშ-ს ხაზინის მდივნის პირველი მოადგილე ადეველ ადეემოს;
ექსპორტ-იმპორტ ბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეტა ჯო ლუისს.