მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

625a95d9c6456
BM.GE
16.04.22 14:07
647
უკრაინაში ომის მიმართ დიდი ბრიტანეთის „მტრული“ პოზიციის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

როგორც BBC წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში შესვლა ასევე ეკრძალება საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრუსს, თავდაცვის მდივან ბენ უოლასს და ბრიტანეთის მთავრობის 10 სხვა წევრს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიას მალე გააფართოებენ.

აღსანიშნია, რომ რუსეთმა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებს ქვეყანაში შესვლა უკვე აუკრძალა.