მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა დასავლელ ინვესტორებს აქტივების გაყიდვა და პროექტებიდან გასვლა აუკრძალა

62ed11d3e4c67
გიორგი თოლორდავა
05.08.22 16:49
1461
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციამ „არამეგობრული ქვეყნების“ წარმომადგენლებს აქტივების გაყიდვისა და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტებიდან გასვლის უფლება შეუზღუდა.

აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდა და ის წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია უშუალოდაა მიმართული იმ დასავლურ კომპანიებსა და ბანკებზე, რომელთაც რუსეთის ინფრასტრუქტურაში მრავალმილიარდიანი ინვესტიციები აქვთ განხორციელებული.

აკრძალვის პირდაპირ სამიზნე ამჯერად ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი Exxon Mobil-ია, რომელსაც Sakhakin-1-ის მილსადენის პროექტიდან გასვლა და 30%-იანი წილის გასხვისება სურს.

მილსადენის გარდა, შეზღუდვა ვრცელდება სხვა ენერგეტიკულ პროექტებზეც, მათ შორის, ნავთობისა და გაზის გადამმუშავებელ ქარხნებსა და საწარმოებზე.

რეგულაცია შეეხება იმ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებსაც, რომლებმაც დროულად ვერ შეძლეს რუსეთიდან გასვლა და პორტფელის გასხვისება, მათ შორისაა: Citibank, UniCredit, Intesa და Raiffeisen.