რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი.
ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ინდივიდუალურ საქმეებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან მიმართებით ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
"წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო 2019 წლის 26 ივნისს გახდა. რუსეთის ფედერაციას მისთვის დაკისრებული თანხა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა. აღნიშნული ვადა 2019 წლის 26 სექტემბერს გავიდა. თუმცა, დადგენილ ვადაში რუსეთს საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის თანხა არ გადაუხდია.
2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან. კომუნიკაციის ფარგლებში საიამ რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა.
პარალელურად, 2019 წლის 19 ნოემბერს საიამ წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ზედამხედველობს. წარდგენილ კომუნიკაციაში საია აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ მიკუთვნებული კომპენსაცია მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი მონაცემები მიაწოდეს. დამატებით საია ასაბუთებდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდა რუსეთის ფედერაციის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად.
2019 წლის 29 ნოემბერს საიას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსგან ეცნობა, რომ ერთ მომჩივანს უახლოეს პერიოდში ჩაერიცხებოდა თანხა, დანარჩენ 7 მომჩივანთან მიმართებით კი რუსეთმა დამატებითი საბუთების წარდგენა მოითხოვა. საიამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ხელახლა წარუდგინა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, რის შემდეგაც 2020 წლის 21 იანვარს სამინისტროსგან გვეცნობა, რომ 6 მომჩივანს თანხა ჩაერიცხებოდა, ხოლო მე-7 მომჩივანთან მიმართებით კვლავ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა გახდა საჭირო.
ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ საიას დაცვის ქვეშ მყოფ 7 პირს ჩაურიცხა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული კომპენსაცია, ხოლო ერთ მომჩივანთან მიმართებით საია აგრძელებს კომუნიკაციას რუსეთის ფედერაციასთან.
ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. სამწუხაროდ, სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებში დაკისრებული თანხა რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია. მინისტრთა კომიტეტმა დეპორტირებულების საქმის აღსრულების მიმდინარეობა 2020 წლის 3-5 მარტის სხდომაზე შეაფასა და რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ დღემდე არ გადაუხდია დაკისრებული კომპენსაცია. მინისტრთა კომიტეტმა დამატებით განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობად საქართველოს მხრიდან გარკვეული პირობების (დაზუსტებული სიის წარდგენა, ეროვნულ დონეზე მექანიზმის შექმნა) შესრულების მოთხოვნა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა"-ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი