მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მისცა

5da73fc327a86
BM.GE
16.10.19 20:10
2247
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ავიამიმოსვლა აღდგეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ფრენების განხორციელების უფლება მიეცა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით კვირაში შვიდი რეისის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. როგორც რუსულ მედიას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში განუცხადეს, ნებართვის მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ რეისების დაწყება უკვე გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანიებს რეისების განხორციელება მიმდინარე წლის 8 ივლისის ბრძანებით აუკრძალა. მიზეზი თბილისში დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები გახდა.

მოსკოვიდან ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით bm.ge საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა სააგენტოში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.