19.მარტი .2020 14:50

რუსეთმა კორნავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა

views 349
უკან

რუსეთმა დღეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურა. გარდაცვლილი 79 წლის ქალბატონია, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა. ამის შესახებ ინფომაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

„პაციენტის ჰოსპიტალიზება 13 მარტს მოხდა ახლობლების მიერ, მას შემდეგ რაც ქალბატონის ტესტმა COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა“,- აცხადებენ კლინიკაში.

მკურნალი ექიმები აღნიშნვენ, რომ ქალს ჰქონდა რამოდენიმე თანმდევი დაავადება, რაც კიდევ უფრო ართულებდა მის მკურნალობას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობამ ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვზე 18 მარტს განაცხადა, შეაჩერა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა რიგ ქვეყნებთან. აღნიშნული ზომები ძალაშია 1 მაისამდე, მაგრამ რუსეთის მთავრობა გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.

19 მარტის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 147 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 ინფიცირებული.