მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა აღკვეთა - Reuters

64735485ce95d
სალომე ხიდურელი
28.05.23 17:54
858
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვასთან ახლოს, კრასნოდარის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან მიახლოებისას გაანადგურეს - იტყობინება Reuters-ი ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით.

„რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა სცადა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის ტერიტორიასთან მიახლოება კრასნოდარში. თითოეული მათგანი ნეიტრალიზებულია, ქარხნის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა“, - აცხადებენ რუსეთის გადაუდებელი შემთხვევათა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები Telegram არხზე. უცნობია, ვინ განახორციელა შეტევა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა საჯაროდ თითქმის არასდროს იღებს პასუხისმგებლობას რუსეთსა და რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე თავდასხმებისთვის.

ილსკის ქარხანა წელიწადში 6.6 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. მიმდინარე თვეს მასზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა.