მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთვის ხილის ექსპორტზე ტარიფი გაზარდოს - მინისტრის პასუხი

5fd62ab86dd78
ლიკა გურაბანიძე
14.12.20 00:10
1150
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლის, მსხლის, კომშისა და ქლიავის იმპორტზე გადასახადი გაზარდოს. როგორც East fruit წერს, რუსეთის ფედერაციამ ხილის და კენკრის 2023 წლამდე განვითარების გეგმა დაჩქარებული წესით ახლახანს დაამტკიცა. გამოცემის ცნობით, შემუშავებული დოკუმენტი შიდა წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ითვალისწინებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის მიერ იმპორტის გადასახადის შესაძლო ზრდა არ შეეხებათ ევრაზიული კავშირის ქვეყნებს და მათ, ვისაც რუსეთთან დსთ-ს ფარგლებში ვაჭრობის სპეციალური ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. საქართველო კი არც დსთ-ს და არც ევრაზიული კავშირის წევრი არ არის, შესაბამისად, ქვეყანას უკვე დღეიდან მოუწევს ზრუნვა, რომ საექპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა Forbes კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეზღუდვებს არ მიესალმება, თუმცა მისივე თქმით, ყველა ქვეყანას თავისი შიდა პოლიტიკა აქვს. ლევან დავითაშვილმა ხაზი ამ მიმართულებით ბიზნესების მხრიდან ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობას გაუსვა. 

“მიუხედავად გარკვეული სატარიფო პირობებისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბაზრებზე ჩვენ პროდუქციის გატანა უნდა შევძლოთ, არა მხოლოდ რუსეთის არამედ სხვა ბაზრებზეც. თუმცა ესა თუ ის კულტურა კონკრეტული ბაზრისთვისაა გამიზნული. გვესმის, რომ ვაშლზე ძალიან დიდი კონკურენციაა. არის რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც ასევე რუსეთისთვის ძირითადი მიმწოდებელია. 

თუ ჩვენი მწარმოებლები სხვა ქვეყნებივით ეფექტიანი მიმწოდებლები აღმოჩნდებიან ისინი კონკურენციის გაწევას შეძლებენ, თუმცა სხვა ბაზრებზეც უნდა ვიფიქროთ. თუ დანახარჯები ნაკლები გვექნება შევძლებთ, რომ საბაჟო გადასახადი გადავლახოთ და ის ბარიერად არ იქცეს. თუმცა, ბაზრების დივერსიფიცირება ზოგიერთი ხილის შემთხვევაში რთულია, რადგან ეს მალფუჭებადი პროდუქციაა.” - განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუ ლევან დავითაშვილთან: